,,ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში 10 15 კაცით შევა''-ირაკლი კობახიძე
2016 წლის იანვარში, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, მაშინ სასტარტო
პოზიცია გვქონდა ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე გვაქვს დღეს და იცით, რომ
49% -ით დავასრულეთ მაშინ არჩევნები? ეს გვაძლევს ჩვენ იმის
პროგნოზირების საშუალებას, რომ თავისუფლად შეიძლება გადავცდეთ 50%
-იან ნიშნულს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მათი გათვლები ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც ასახავს
საზოგადოების განწყობას და 2016 წელს პროგნოზირების საშუალებაც სწორედ
ამ კომპანიის მიერ, ჩატარებულმა კვლევებმა მისცა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით ოპოზიციური პარტიების
სავარაუდო შედეგებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დაახლეობით იგივე სურათი
იქნება ჩამოყალიბებული, რაც იყო 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით მეორე ადგილზე არის
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შევა შემდეგ პარლამენტში 10-15 კაცით
და შესაბამისად ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისათვის, რომ 2024
წლისთვის ისინი ვეღარ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში.