"დაელოდეთ ფინალურ სერიას" - დატოვებს თუ არა თანამდებობას გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ჟურნალისტებს კითხვაზე, ტოვებს თუ არა თანამდებობას, პასუხობს, რომ
"ფინალურ სერიას დაელოდნონ".
"თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ
დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას", — განაცხადა
გახარიამ.
მედიაში გავცრელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის
პოსტს მალე დატოვებს.
გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად 8 სექტემბერ დაინიშნა . მიუხედავად
იმისა, რომ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან
გადადგომას საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტ ხანს ითხოვდა,
მმართველმა პარტიამ იგი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე
მამუკა ბახტაძის შემცვლელად აირჩია.
წყარო: on.ge