ბოლო 10 წელში პირველად მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება - NDI
ბოლო ათი წლის განმავლობაში
პირველად მოსახლეობის 53 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი
მიმართულებით ვითარდება.
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 19 პროცენტს მიაჩნია, რომ
ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 24 პროცენტი კი ფიქრობს, რომ
ის საერთოდ არ იცვლება.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული კვლევის
საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.