ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.

შემოთავაზებული მოდელით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს ვერ აიღებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში), რამდენი პროცენტიც აქვს აღებული არჩევნებში. გარდა ამისა, იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, სადაც გაიმართება მაჟორიტარული წესით არჩევნები. ოლქებში მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 8.

პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მათი განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ეუთოსაც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანენ.

ოპოზიციური პარტიების შემუშავებულ პროექტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები

პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.
არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.
აქტიური საარჩევნო უფლება

მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმა – იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას.

პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მანდატების მიკუთვნების პრინციპი

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.
შენიშვნა: თუ მაჟორიტარული სისტემით რამდენიმე მანდატი მოიპოვეს „დამოუკიდებელმა“ კანდიდატებმა ან/და ისეთი პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ამ რაოდენობით შემცირდება გასანაწილებელი 150 მანდატის რაოდენობა.

პარტია/საარჩევნო ბლოკი მიიღებს მაჟორიტარული სისტემით მოპოვებულ ყველა მანდატს და პარტიული სიიდან იმდენ მანდატს, რომ მანდატების ჯამური რაოდენობა გაუტოლდეს პირველ პუნქტში აღნიშნულ მაქსიმალურ რიცხვს.
გამონაკლისია ერთადერთი შემთხვევა, თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიპოვეს იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი, ვიდრე პირველ პუნქტში აღნიშნული მაქსიმალური რიცხვია – ასეთ შემთხვევაში პარტიული სიიდან მას მანდატები არ დაემატება.
მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრთა არჩევის პრინციპები

მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება არსებული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით, იმ პირობით, რომ ერთი მანდატის წონა 10%-ზე მეტით არ განსხვავდებოდეს საქართველოში ერთი მანდატის საშუალო წონისაგან და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი სრულად უნდა მოიცავდეს მხოლოდ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს, ხოლო ქალაქ თბილისში –მოსაზღვრე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს.
მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს – ყოველ საარჩევნო ოლქში არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს – ერთ მრავალმანდატიან ოლქში ერთი კანდიდატისა.

მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეულად ჩაითვლებიან შესაბამისი რაოდენობის ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.
პარტიული სიებით მანდატების განაწილების პრინციპი

პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობად ითვლება პარტიული სიისთვის მიცემული ამომრჩეველთა მეორე ხმების ჯამი.
ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მიცემული ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი) კანდიდატისთვის;
პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.
დანართი 1

ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და მანდატების განაწილების წესი

თავდაპირველად დაითვლება ამომრჩეველთა პირველი ხმები ანუ მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატებისთვის მიცემული ხმები და გამოვლინდება მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატები.
შემდეგ დაითვლება ამომრჩეველთა მეორე ხმები ანუ პარტიული სიებისთვის მიცემული ხმები იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობაში არ მიიღება იმ ამომრჩეველთა მეორე ხმები, რომელთა პირველი ხმების საფუძველზე არჩეულად გამოცხადდნენ ე.წ. „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი) კანდიდატები. ამის შემდეგ განისაზღვრება პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი და იმ პარტიათა წარდგენით არჩეულ მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
შემდეგ გამოითვლება პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
შემდეგ განისაზღვრება პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელმაც მაჟორიტარული წესით იმდენივე ან მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მე-3 პუნქტის მიხედვით ეკუთვნოდა", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ პროექტში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.