პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულდა
დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ თუ იმუშავებს
პარალმენტი ან მაშინ, როცა იმუშავებს,- ამის შესახებ მოძრაობა
„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს
განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში იგეგმება საყოველთაო
მასშტაბური აქცია.
„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება
შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ
უფრო ეფექტიანად, „სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით.
თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ.
ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები
აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა
ამ ამბავში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.