პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის
მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციონერი ლიდერებიც.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები
სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით
წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა მათ ამის
საშუალება არ მისცეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა მაინც შეძლო საღებავით
რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. აქციის მონაწილეებმა შეძლეს ასევე
ჯებირებზე სტიკერების „შეცვალეს“ გაკვრა.„ეს ბარიკადები ვერ გაგვყოფს
ჩვენ და „ქართულ ოცნებას“, ყველგან შევაწუხებთ და ვერანაირად ვერ
მოგვიცილებენ თავიდან,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქცის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ასევე დოლარის კუპიურები ბიძინა
ივანიშვილის გამოსახულებით.