პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ
პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალ ჯაჭვს
აკეთებენ. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ
განაცხადა.
"გადავალთ ჩიტაძის მხარეს და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს,
დაინახონ ძალა, რომ ივანიშვილის მონებს არ ეკუთვნით
პარლამენტი",-განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ მთელი ღამით
აპირებენ დარჩენას.