აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად,
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული,
თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ
აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე
საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში
მივიდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „საქართველო“
და “შეცვალე”.
ასევე, აქციაზე მსვლელობით მივიდნენ თსუ-ს სტუდენტები.
აქციის მონაწილეები ამჯერადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილებების
ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების აღნიშნული სისტემით ჩატარებას
ითხოვენ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები და
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.