გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს
გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს. დამოუკიდებელმა
დეპუტატმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში, განათლების
კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კომიტეტის აპარატი მას დაუმსახურებლად ჯარიმებს
უწერს.
ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს მორალდაცლილები უწოდა და კომიტეტის
დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით ის ბიუროს
ოფიციალურად მიმართავს აღნიშნული კომიტეტის დატოვების
თაობაზე.
წყარო: www.report.ge