საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ გრძელდება
თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია კვლავ
გრძელდება. 3 საათის წინ საპოლიციო დანაყოფებმა აქცია ძალის
გამოყენებით დაშალეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის
ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა სპეცრაზმმა
დაიკავა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის გამზირზე
მოძრაობა აღადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე 18
პირია დაკავებული.
ამჯერად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სპეცრაზმის "ალყის"
ფონზე გრძელდება. როგორც აქციის მონაწლეები აცხადებენ, ისინი დაშლას
არ აპირებენ.