გედევან ფოფხაძის გინება და დაპირისპირება პარლამენტში
14:06 / 12.11.2019
პარლამენტის პლენარული სხდომა მთელი დღე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა,
რაც საბოლოოდ, გინებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე
სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული
რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. კერძოდ, ბერაიამ
მას მიმართა, რომ იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა.
ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.
"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგი**ნავ
როჟას" — ეს სიტყვები დამოუკიდებელმა დეპუტატმა,
გედევან ფოფხაძემ, სავარაუდოდ, ირაკლი დაჩი ბერაიას უთხრა.
კადრებში არ ჩანს, ვის უთხრა ეს სიტყვები ფოფხაძემ, რადგან
დაპირისპირების დაწყების შემდეგ პარლამენტის კამერა მას არ უღებდა,
თუმცა მანამდე ის სწორედ ბერაიას აგინებდა და ემუქრებოდა.
"დავბრიდავ მაგ ნაბი*ვარს და დასრულდება
მაგით" — ამბობდა ის.
პარლამენტის კადრებში ჩანს, რომ ფოფხაძესთან პოლემიკაში დაჩი ბერაია
შედის, რაც ხელების შლაში და მანდატურების სამსახურის ჩართვაში
გადაიზარდა.
ამ დროს პარლამენტში ისმის მიმართავა: "მაგათ ნდომებია
კონსტიტუციის ჩაგდება", რაზეც პასუხად ისმის გედევან
ფოფხაძის ხმა: "ყ*ეზე მკიდია თქვენი კონსტიტუცია,
გამოვიდეს გარეთ".
ამის შემდეგ ფოფხაძემ დარბაზი მანდატურის სამსახურთან ერთად
დატოვა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.