არშემდგარი ქვორუმის გამო, საკრებულოს სხდომა ნახევარი საათით გადაიდო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 1-ის ნახევარზე გადაიდო.
სხდომაზე მხოლოდ 12 დეპუტატი გამოცხადდა, შესაბამისად ქვორუმი არ
შედგა
და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა სხდომის გადადების
გადაწყვეტილება მიიღო.
დღის წესრიგის მიხედვით,დღეს, დეპუტატები 4 საკითხზე იმსჯელებენ:
1."ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N53
დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2.სტიქიის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2019
წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე.
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის N9 03
და 22 მარტის N11 03 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების
ინფორმაცია 2019 წელს დაგეგმილი და შესრულებული მომსახურების შესახებ.