არაოფიციალური ინფორმაციით, დავით სერგეენკო დღეს თანამდებობას დატოვებს
არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
თანამდებობას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, სერგეენკო გადადგომის
შესახებ განცხადებას დღეს
გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომაა დაგეგმილი,
იქამდე კი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტრადიციულად, ბრიფინგის
გამართვას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის
დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.