დღეიდან უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
დღეიდან, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში
გამგზავრებას ID ბარათებით შეძლებენ.
მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე
გადაადგილების უფლება 90 დღის განმავლობაში ექნებათ.
ორ ქვეყანას შორის "აიდი" ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას
საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა 2018 წლის ოქტომბერში
მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობისათვის, საჭიროა
პირადობის ჩიპიანი, ელექტრონული მოწმობები. ორ ქვეყანას შორის "აიდი"
ბარათით გადაადგილება შესაძლებელია საჰაერო და საზღვაო გზით.