ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა
რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება. ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
140 ადამიანი მუშაობს.
პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის
მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის
140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული.