არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება - მამუკა ბახტაძე
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით
ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ბახტაძე გამოეხმაურა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი
პრეზიდენტის განცხადებას, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველომ
არჩევნების კუთხით ნაბიჯი გადადგა არა წინ, არამედ უკან.
„შეგიძლიათ ნებისმიერ საერთაშორისო ანგარიშში გაეცნოთ, რომ 2012
წლიდან, რაც კი არჩევნები ჩატარდა, ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების
დაცვით. 2012 წელს როგორ ჩატარდა, ეს კარგად ახსოვს მოსახლეობას.
არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების
დაცვით. 2012 წლიდან სწორედ მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება
გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა, რამაც უზრუნველყო ორი
რამ - საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუტურებში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის
ყველაზე უკეთესი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს
დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე
წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. სპეციალურად
საქართველოსთვის შეიქმნა ფორმატი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა,
რომელსაც ევროკავშირი ესაუბრება ამ სტატუსით. სწორედ ეს არის ჩვენი
დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი გზავნილი“, -
განაცხადა მამუკა ბახტაძემ.