NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ
საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას
"ქართულ ოცნებას" მისცემდა,
8% - ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 4% - "ევროპულ
საქართველოს".
NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ
პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13%
აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ
სხვა პარტიას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ჩღღჩ-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.