ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" უხელმძღვანელებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია
"ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უხელმძღვანელოს, - ამის
შესახებ დღევანდელ
ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი
პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ,
რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა", - აღნიშნა
კვირიკაშვილმა.