ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ხვალ ბორჯომში დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

"ბორჯომის საკრებულოს დეპუტატთა მიმართვა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისადმი! ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში ჩამოსვლას (რამდენიმე მათგანი უკვე ბორჯომშიცაა) იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა დაიცვან ბორჯომის საკრებულო, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები და ბორჯომელების ღირსება. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს წევრები, ვმოქმედებთ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ვახორციელებთ ჩვენს უფლება-მოსილებას, არ ვსაჭიროებთ დაცვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების მხრიდან. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ საქმიან რეჟიმში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარვმართოთ 2018 წლის 28 მარტის სხდომა! ჩვენ გაქვს სურვილი,- ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს გამართული ფუნქციონირება! ჩვენ გაქვს მიზანი,- დავიწყოთ ბორჯომისა და ბორჯომელებისათვის სასიცოცხლო პროექტების განხორციელება! ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი დებულებისა და სინდისის თანახმად და ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით დემოკრატიული პროცესის განვითარებას, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით! მოგვეცით საშუალება,- წარვმართოთ სხდომა, ბორჯომის საკრებულოს დებულების თანახმად! მოგვეცით საშუალება,- გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი და მივიღოთ ის გადაწვეტილება, რასაც ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად იღებს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ჩარევა (საკრებულოს მუშაობის პროცეში) აღქმული იქნება, როგორც საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა, რაც არადემოკრატიული და უკანონოა!" - წერს გოგიჩაიშვილი მიმართვაში.

როგორც ცნობილია, ხვალ ბორჯომის საკრებულოს მოქმედი თავმჯდმარე ზაზა ჩაჩანიძე უნდ გადაირჩიონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.