ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას აპირებენ
18:40 / 21.03.2018
ბორჯომის თვითმმართველობაში კრიზისი გრძელდება, დეპუტატები ახლა უკვე
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
დღეს ბორჯომის საკრებულოს აპარატში განცხადება შევიდა, 15 დეპუტატის
ხელმოწერით, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაგომას
ითხოვენ.დეპუტატები აღნიშნული საკითხის დაყენებას და თავმჯდომარის
იმპიჩმენტს საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო სხდომაზე გეგმავენ.
განცხადებაზე ხელმომწერი 15 დეპუტატიდან 13 "ქართულ ოცნებას"
წარმოადგენს, ხოლო 2 "პატრიოტთა ალიანსს" მამუკა ლურსმანაშვილი და
ტატიანა მარტინენკო.
ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ის ამას ელოდა, თუმცა ბრძოლას ბოლომდე
აპირებს თანამოაზრეებთან ერთად, ხოლო პატრიოტთა ალიანსის სახელით,
საკრებულოში შესული ტატიანა მარტინენკო, საკუთარ გადაწყვეტილებას
სიტუაციის ჩიხში შესვლით ხსნის და თვლის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე
უნდა შეიცვალოს.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების
ნახევარზე მეტია საჭირო. შესაბამისად საკრებულოს 28 დეპუტატიდან,
გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს.
შეგახსენებთ დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან,
საკრებულოს პირველი სხდომიდან დაიწყო. საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი
ჯერ "ქართული ოცნების" 13 დეპუტატმა გამოუცხადა, შემდეგ კი
დაპირისპირება და აქციები მერიის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის
საკითხს მოჰყვა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.