რატომ დაუბრუნა საკრებულომ მერიას სახელფასო ნუსხა და რას აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება
18:10 / 09.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოწვეული და საკრებულოს
მიერ ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა დღეს აღარ გაიმართა.
სანაცვლოდ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლოსგან უკან
დაბრუნებული ის სახელფასო ნუსხა მიიღო, რომლის განხილვაც დღეს
დაგეგმილ სხდომაზე უნდა მომხდარიყო. საკრებულო მერიისგან ხელფასის
ოდენობის კორექტირებას ითხოვს.
შეიტანსთუ არა კორექტირებას მერია დაბრუნებულ სახელფასო ნუსხაში და
როგორი სახით გაუგზავნის საკრებულოს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ორშაბათამდე კომენტარის გაკეთებისგან
თავს იკავებენ.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, მუნიციპალიტეტის მერს ლევან
ლიპარტიას თანამშრომლობას და დიალოგს სთავაზობს.
28 თებერვალს საკრებულოს გეგმიური სხდომაა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში
თუ მანამდე რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდა, დეპუტატები ხელფასების
საკითხს დასამტკიცებლად უფრო ადრე განიხილავენ.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.