ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტს გაიმართება
16:19 / 06.03.2018
რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის
მერმა საკრებულოს გუშინ მიმართა. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ
სხდომა ჩანიშნა.
დღის წესრიგში ერთი საკითხი იქნება შეტანილი. მერიის
თანამშრომლებისთვის საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების
დამტკიცების საკითხს დეპუტატები პარასკევს, 9 მარტს, 12:00 საათზე
განიხილავენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის
ინფორმაციით, ახალ საშტატო ნუსხაში, შეცვლილია მხოლოდ მუნიციპალიტეტის
მერის ხელფასის ოდენობა. გიორგი გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხვალ 7
მარტს, 17:00 საათზე დაგეგმილია საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და
ქონების მართვის კომისიის სხდომა, შემდეგ კი ბიუროს სხდომა ჩატარდება,
სადაც აღნიშნულ საკითხზე იგეგმება კონსულტაციების გავლა.
შეგახსენებთ, არშემდგარი კვორუმის გამო, მერიის თანამშრომლებისთვის
ხელფასების საკითხის განხილვა ოთხჯერ გადაიდო. 28 თებერვალს გამართულ
საკრებულოს სხდომაზე კი კვორუმი შედგა, სხდომას პირველად შეუერთდნენ
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი "ქართული ოცნების" დეპუტატები, თუმცა ამ
საკითხმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა და არ
დამტკიცდა.
უკვე მესამე თვეა, ხელფასის გარეშეა დარჩენილი მერიის 120
თანამშრომელი. მოიპოვებს თუ არა ხმების საკმარის რაოდენობას და
დამტკიცდება თუ არა ხელფასების საკითხი, 9 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე
გახდება ცნობილი.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.