"მეორე რიგგარეშე სხდომა ითვლება არალეგიტიმურად" - ქეთი ბებიაშვილი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი
ბებიაშვილმა 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომების
შესახებ კომენტარი "დღის ქრონიკის" სტუდიაში გააკეთა.
კითხვაზე: "ერთ დღეში, პირველი სხდომის დასრულების შემდეგ შესაძლებელი
იყო თუ არა ხელახალი სხდომის ჩატარება?" იურისტმა უპასუხა, რომ
საკრებულოს რეგლამენტი ასეთ საკითხს არ ითვალისწინებს.
"კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ პირველი სხდომა იყო რიგგარეშე,
რომელიც ჩატარდა და დასულდა და თუ ამ სხდომაზე არ იქნა დამტკიცებული
ხელფასების საკითხი და შემდეგ იმავე დღეს ჩატარდა მეორე რიგგარეშე
სხდომა, ამ შემთხვევაში მეორე რიგგარეშე სხდომა ითვლება
არალეგიტიმურად, გამომდინარე იქიდან რომ საკრებულოს რეგლამენტი ასეთ
სხდომას არ ითვალისწინებს.
შესაბამისად, როგორი საკითხიც არ უნდა ყოფილიყო მიღებული იმავე დღეს,
ეს არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო
ერთი კვირის თავზე ამ საკითხის ხელახლა განხილვა და მისი მიღება ან არ
მიღება და ამ საკითხზე განმეორებით მსჯელობა.
არსებითი მნიშვნელობა აქვს, რა ერქვა პირველ სხდომას და როგორ
დასრულდა, იმისათვის რომ ჩვენ განვსაზღვროთ მეორე სხდომას რა ერქვა,
რის საფუძველზე მოხდა მისი ჩატარება, ვინ იყო ინიციატორი საკრებულოს
სხდომის ჩატარების: საკრებულოს შემადგენლობის ერთი მესამედი თუ
ფრაქცია... ეს არის დეტალები, რომლებიც ჩვენთვის დოკუმენტალურად არ
არის ხელმისაწვდომი და შეიძლება ვივარაუდოთ იმ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, რომელიც ვრცელდება" - განაცხადა ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა. ქეთი ბებიაშვილმა
"დღის ქრონიკის" სტუდიაში, 2 მარტს, ბორჯომის თვითმმართველობაში
განვითარებულ კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა.