ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან
"ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონ ადგილობრივი საკითხები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ მერიის საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების ცვლილებაზე მსჯელობა მხოლოდ 28 თებერვალის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხერხდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი არალეგიტიმურია. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საკრებულოს შენობის წინ მობილიზება მოჰყვა. რა დროსაც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შეეზღუდათ.

შესაბამისად, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და მუნიციპალური სამსახურების გამართული საქმიანობა შეაფერხა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობაზე აისახა. აგრეთვე, დაირღვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შრომითი უფლებები (მათ ბოლო 3 თვის მანძილზე არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება).

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობას და სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მიუხედავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფორმირების პოლიტიკური საფუძველისა, მისი წევრები თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არიან მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით და თავიანთ საქმიანობას კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს:

თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს:

შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა".





საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.