ბორჯომის მერიის თანამშრომლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან,
მესამე დღეა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პარალიზებულია.
მოქალაქეები
მათთვის საჭირო და გადაუდებელ მომსახურებას ვერ ღებულობენ.
დღეს დილიდან მერიის არცერთი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა.
შენობაში არ იმყოფება არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე.
ტელეკომპანია" ბორჯომი" მათთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს,
როგორია გადაწყვეტილების მიმღები პირების და დაპირისპირებული
მხარეების გეგმები, იმედი გვაქვს ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ.
ქალაქში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქალაქო სამსახურები.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.