გადადგომას არ ვაპირებ - ზაზა ჩაჩანიძე
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აქციის მონაწილეებს
პასუხობს - "მე გადადგომას არ ვაპირებ, თუმცა მზად ვარ პიკეტირების
მოხსნის შემთხვევაში ხვალ
შევიდე სამუშაო კაბინეტში და ჩავნიშნო საკრებულოს რიგგარეშე სხდომა,
თუმცა ამისათვის საჭიროა მომმართოს მერიამ ან საკრებულოს დეპუტატებმა"
აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" ზაზა ჩაჩანიძე.
იგი ამბობს რომ გუშინ ჩატარებული სხდომის ოქმი უკვე ხელმოწერილი და
ატვირთულია, აქ საუბარია იმ სხდომაზე, რომელსაც ზაზა ჩაჩანიძე
ესწრებოდა და რომელზეც მერიის თანამშრომლების ხელფასებბის საკითხი არ
გადაწყდა. რაც შეეხება გუშინ დრს მეორე ნახევარში ჩატარებულ სხდომას,
ჩაჩანიძე განმარტავს, რომ იგი ამ სხდომას არ ესწრებოდა და შესაბამისად
ოქმზე ხელის მოწერას არ აპირებს.
შეგახსენებთ დღეს ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით "ქართულმა
ოცნებამ" ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.