ბორჯომის მუნიციპელიტეტში მისული მოქალაქეები შენობაში ვერ შედიან.
დღეს დილიდან იქ მივიდნენ ჩარხისწყალზე მცხოვრებლები, რამდენიმე დღის
წინ მათ საცხოვრებელი სახლი
დაეწვათ, მოქალაქეები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას და
დახმარებას ითხოვენ. მერიის შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები იცავენ და
მერიის თანამშრომლების გარდა შენობაში არავის უშვებენ. საჯარო
მოხელეები შენობაში იმყოფებიან, თუმცა სამუშაო პროცესი შეჩერებული
აქვთ.
ასევე დღეს მუნიციპალიტეტში არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე
და ოპოზიციონერი დეპუტატები.
მერიის თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საკრებულოს
თავმჯდომარის გადადგომას და გუშინ მათ ხელფასებთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.