ხელფასების საკითხი ისევ არ დამტკიცდა - ხმაურია ბორჯომის საკრებულოში
საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცება ვერც
ამ სხდომაზე მოხერხდა.
26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების"
11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ
საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი
რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა.
აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ, ბორჯომის საკრებულოში ხმაური
გამოიწვია. ოპონენტები ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფებით
მიმართავენ.