კრიზისი ბორჯომის თვითმმართველობაში და პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე
20:41 / 19.02.2018
არშემდგარი კვორუმი და ოთხჯერ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა - ასეთი
რეალობაა დღეს ბორჯომის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.
31 იანვარს, 1, 13, 14 თებერვალს სხდომები არ გაიმართა იმ მიზეზით,
რომ ადგილზე საკმარისი რაოდენობის დეპუტატი არ გამოცხადდა. მათ შორის
ორი სხდომა მუნიციპალიტეტის მერის მიერ იყო მოწვეული, რასაც არც
ამჯერად ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. განსახილველი 27
საკითხიდან, ბოლო ორი საკითხი საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და
გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას ეხებოდა, შესაბამისად მერიის
თანამშრომლები ამ დრომდე ხელფასის მოლოდინში არიან, მათგან
განსხვავებით იანვრის შრომითი ანაზღაურება მიიღო საკრებულოს 25-მა
თანამშრომელმა.
რატომ არ დაესწრო "ქართული ოცნება" მუნიციპალიტეტის მერის მიერ
მოწვეულ საკრებულოს სხდომას, ამ კითხვას პარტიაში უპასუხეს.
მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან ლიპარტიამ კი აღნიშნულ თემაზე
კომენტარი არ გააკეთა.
რატომ გადაიდო რამდენჯერმე ჩანიშნული სხდომა და განსახილველი
საკითხები, რა პასუხისმგებლობა აქვს ბორჯომის საკრებულოს 27 დეპუტატს
ამომრჩევლის წინაშე და რას ითხოვს ხალხი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბორჯომში მიმდინარე პროცესებს
მონიტორინგს უწევს. ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამომრჩევლის
წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულონ.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.