ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე კვორუმი დღესაც არ შედგა. 13:00
საათისთვის გადადებულ სხდომას არც ამჯერად ესწრებოდა "პატრიოტთა
ალიანსის" დეპუტატი
, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ტატიანა მარტინენკო.
მარტინენკო, 12:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზეც არ გამოცხადდა, სწორედ
ამის გამო გადაიდო სხდომა ერთი საათით. რატომ არ გამოცხადდა
საკრებულოს სხდომაზე ტატიანა მარტინენკო, მიზეზი მათი
თანაგუნდელებისთვის უცნობია. შეგახსენებთ, ახალი მოწვევის საკრებულოს
არცერთ სხდომას არ დასწრებია "ქართული ოცნების" 13 დეპუტატი.
დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად 27 დეპუტატიდან გამოცხადდა 14
ოპოზიციონერი დეპუტატი, თუმცა კვლავ არშემდგარი კვორუმის გამო
საკრებულოს სხდომა 28 თებერვლამდე გადაიდო. ადგილობრივ საკანონმდებლო
ორგანოში განაცხადეს, რომ 28 თებერვლამდე შესაძლებელია რიგგარეშე
სხდომის ჩატარებაც.
დღის წესრიგში განსახილველად სულ 27 საკითხია შეტანილი, მათგან ორი
საკითხი ბორჯომის საკრებულოს და მერიის საჯარო მოხელეების, საშტატო
ნუსხისა და ხელფასების დამტკიცებას ეხება.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.