დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
დღეს, 22 ნოემბერს, 15:00 საათზე ბორჯომის საკრებულოს სხდომა
გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხდომას მხოლოდ
ოპოზიციური პარტიების 15 დეპუტატი დაესწრება.
დღევანდელ სხდომაზე მისვლას არ აპირებს მმართველი პარტიის არცერთი
დეპუტატი.
"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ისინი
საკრებულოს ლეგიტიმაციას არ ცნობენ და შესაბამისად სხდომაზე
დასწრებასაც არ აპირებენ.
დღეს, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო, ბორჯომის 2018 წლის ბიუჯეტის
პროექტის განხილვას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დღეს სხდომაზე, მთავარი ფინანსური
დოკუმენტის პროექტს, ბორჯომის საზოგადოებას გააცნობენ.
შეგახსენებთ, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში 20
ნოემბერს ხმაურის ფონზე გაიმართა. სხდომა დატოვა "ქართული ოცნების"
ყველა დეპუტატმა, დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციამ (15 დეპუტატი)
საკრებულოს თავმჯდომარედ, პატრიოტთა ალიანსის პირველი ნომერი, ზაზა
ჩაჩანიძე, მოადგილედ მისი თანაგუნდელი გიორგი გოგიჩაიშვილი და ხუთი
კომისიის ხელმძღვანელი აირჩია.