ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ხვალ სხდომა ჩანიშნა
ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ
ზაზა ჩაჩანიძემ და მისმა მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა სხდომა
დღევანდელ შეკრებაზე ჩანიშნეს.
საკრებულოს სხდომა, ხვალ, 22 ნოემბერს, 14:00 საათზეა დაანონსებული.
დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი ამ დრომდე
უცნობია.
შეგახსენებთ, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში 20 ნოემბერს
გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარედ, პატრიოტთა ალიანსის
წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე, მოადგილედ, მისი თანაგუნდელი
გიორგი გოგოიჩაიშვილი და 5 კომისიის ხელმძღვანელი, დარბაზში
დარჩენილმა 15 ოპოზიციონერმა დეპუტატმა აირჩია. იმ დროს, სხდომას არ
ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, შესაბამისად მათ
გუნდს არჩევანი არ გაუკეთებია.