მმართველი პარტიის დეპუტატი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კვირკველია შსს-ს ბორჯომის რაიონულ
განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. მან ლეიობორისტული პარტიის
დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო უჩივლა.
ორივე დეპუტატი დასაკითხად განყოფილებაში იმ დროს დაიბარეს,
როდესაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა. ირაკლი კვირკველია
განყოფილებაში დღეს დამატებით დაიბარეს.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რა დროსაც ირაკლი კვირკველიას
განცხადებით, გიორგი გიუაშვილი მას სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.