ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ
დაკავებული თანამდებობა დატოვა.
კითხვაზე თუ რა გახდა გადადგომის მიზეზი ჩაჩანიძე აცხადებს, რომ
გადაწყვეტილება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს
უკავშირდება.
იქნება თუ არა მერობის ერთ-ერთი კანდიდატი? ტელეკომპანია "ბორჯომთან"
ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერ ფიქრობს და მისი
გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისიდან
ხელმძღვანელობდა, იგი საკრებულოში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა,
პროფესიით მშენებელია და პოლიტიკაში მოსვლამდე ბიზნესით იყო
დაკავებული.