NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა
მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან
დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა, - ამის შესახებ
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.
„მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა
მნიშვნელოვანი. დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი
ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს
შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე
მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს მასშტაბით, მომავალი
არჩევნები იქნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების გამოცდა; ოპოზიციურ
პარტიებს საშუალება ეძლევათ პოლიტიკური რელევანტურობა
წარმოაჩინონ. არჩევნების შედეგები ასევე განსაზღვრავს, მოხდება თუ არა
„ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად
კონსოლიდაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.