"თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება" - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო
ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე
- ასე გამოეხმაურა მოსალოდნელ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი დღეს
მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა იქვე დასძინა, რომ
საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ სკეპტიკურ შეფასებებს საფუძველი
არ გააჩნია.
შეთავაზებული სიახლის თანახმად, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე
მცირდება. ცვლილება ეხება ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს,
ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს.
მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს თვითმმართველობის ექსპერტები
აკრიტიკებენ. უმეტესობა მათგანის შეფასებით, რეფორმა „საბჭოთა
კავშირში დაბრუნებას“ ნიშნავს.