ჯანდაცვის, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს ყველაზე დადებითი
შეფასებები აქვთ, ხოლო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა
სამინისტროებს - ყველაზე უარყოფითი.
რაც შეეხება დანარჩენ ინსტიტუტებს, მოსახლეობა ყველაზე დადებითად -
ეკლესიის, იუსტიციის სახლებისა და საქართველოს ჯარის საქმიანობას,
ყველაზე უარყოფითად კი თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის
საქმიანობას აფასებს.
საყურადღებოა, რომ მოსახლეობა ყველაზე ნეგატიურად იმ საკითხებზე
პასუხისმგებელ სამინისტროებს აფასებს, რომლებიც ყველაზე მეტად
აწუხებს; ესენია: ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროები. ”
საველე სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც
ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.