კითხვაზე - "როგორ ფიქრობთ, უნდა შევინარჩუნოთ თუ არა პარლამენტში
მაჟორიტარი კანდიდატები?" შედეგები ასე გადანაწილდა:
47% - მოსაზრებას ეთანხმება, 28% - არ ეთანხმება; 24%-მა კი კითხვაზე
პასუხი არ იცის.
საველე სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც
ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.