კითხვაზე - "ბოლო დროს განიხილება საკითხი საქართველოში პრეზიდენტის
არჩევის წესის ცვლილების შესახებ, გთხოვთ მითხრათ ამ ორი მოსაზრებიდან
რომელს ეთანხმებით":
გამოკითხულთა 84% მიიჩნევს რომ "პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს
პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ;
9% თვლის, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხალხის მიერ არჩეულმა
წარმომადგენლებმა (მაგ: საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა);
2% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 4%-მა კი კითხვაზე პასუხი არ
იცის.
საველე სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც
ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.