გამოკითხულთა 3-3% პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 3-3% საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი
მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის
საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს.
ასევე "ძალიან კარგად" მოსახლეობის 1-1% აფასებს პარლამენტის
თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძისა და თბილისის მერის - დავით
ნარმანიას საქმიანობას.
გამოკითხულთა 24% ფიქრობს, რომ პრეზიდენტიკარგად მუშაობს, 50% მის
საქმიანობას საშუალოდ ,12% კი ცუდად აფასებს.
გამოკითხულთა 22% პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს,
53-%-მა მისი საქმიანობა საშუალო დონეზე შეაფასა, 11%-ის აზრით კი
გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა "ცუდად" შეფასდა.
პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა გამოკითხულთა 14%-მა "კარგად" ,
42%-მა კი "საშუალოდ" შეაფასა, 17% თვლის, რომ ირაკლი კობახიძემ
"ცუდად" იმუშავა.
საველე სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც
ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.