პოლიტიკა
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა.
დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზოგადოებას პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი გააცნო.

მან შეხვედრა ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევით დაიწყო და გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, რის შემდეგაც ცვლილებების წარდგენა დაიწყო. როგორც მან განაცხადა, არ დარჩა თითქმის არცერთი მუხლი და პუნქტი, რომელსაც ცვლილება არ შეეხო.

"მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპებს, არის დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემა, რომელიც საჭიროებს გასწორებას, სტრუქტურა არის აბსოლუტურად გაუმართავი. ეს სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის აღმოფხვრაზეც იმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ" – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საკონსტიტუციო პროექტში არაერთი ცვლილებაა შეტანილი. პროექტის მიხედვით, განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი.

"რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ კუთხით შეტანილია არაერთი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში. მათ შორის დგინდება, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, რაც იყო არასამთავრობო სექტორის ერთ–ერთი მოთხოვნა. დღეს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 13 მოსამართლე და მინიმალურ რაოდენობად განისაზღვრება 28 მოსამართლე, რაც აღმოფხვრის იმ სერიოზულ პრობლემებს, რომელიც ამ ორგანოში არის დღეს წარმოქმნილი.

ასევე იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციის შესაბამისად, დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი. მათ შორის პირდაპირ არის წარდგენილი კონსტიტუციით, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, გახდეს მოსამართლეთა გათავისუფლების საფუძველი. ხშირად გამოიყენებოდა ასეთი პრინციპების არარსებობა იმისათვის რომ ზეწოლა განხორციელებულიყო მოსამართლეზე. ამ ყველაფრისგან გვაზღვევს ჩვენ ახალი ჩანაწერები" –
ირაკლი კობახიძემ ზოგადად ისაუბრა პროექტის ძირითადი პუნქტების შესახებ. როგორც მან განაცხადა, მარტივდება ფრაქციების შექმნის წესი: ფრაქციები შეიქმნება მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ, რომელიც შევა საქართველოს პარლამენტში.

იცვლება საარჩევნო სისტემა. დღეს მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ნახევარი აირჩევა პროპორციული, ნახევარი მაჟორიტარული წესით. ცვლილების მიხედვით ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.

"პროპორციული სისტემა შემოღებულია სამი ძირითადი ელემენტით. პირველი - უქმდება საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. ერთერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, არის სწორედ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბლოკი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში არ ჩამოყალიბდება სრულფასოვანი პარტიული სისტემა.

მეორე- ძალაში რჩება 5%–იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც დღესაც მოქმედებს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტეს ნაწილში 5%–იანი ბარიერია დაწესებული პოლიტიკური პარტიებისთვის. პარტიებისთვის 5%–იანი ბარიერის დაწესება არის სრულად თავსებადი ევროკავშირის საუკეთესო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან.

მესამე ელემენტი ეს არის ეგრეთ წოდებული ბონუსის ელემენტი, რომელთან დაკავშირებითაც ფართოდ არის გაშლილი დისკუსია. რას ითვალისწინებს ბონუსი? ის ხმები რომელიც არ განაწილდება, ნაწილდება საბოლოოდ გამარჯვებულ პარტიაზე. საუბარია იმ ხმებზე, რომელიც შეიძლება მისცენ ბარიერვერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს. საუბარია ერთნიშნა მცირე დანამატზე, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო სისტემის შედარებით მაღალი ხარისხით სტაბილურობას. ეს არის მცირე დანამატი, რომელიც ეძლევა გამარჯვებულ პარტიას იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება შედარებით სტაბილური იყოს" – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის სტატუსისა და უფლება–მოვალეობების განსაზღვრასაც შეეხო. მისი თქმით, ახალი ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტს სტატუსი არ შეეზღუდება. პრეზედენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და ასე იქნება ახალ კონსტიტუციაშიც – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

"მთავარია ამ ჩანაწერებმა არ დაგვაბნიოს. როცა საუბარია სახელმწიფოს მეთაურზე. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ეს ჩანაწერი გულისხმობს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფოს მართვის განხორციელებას. სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტებს და მონარქებს ეწოდებათ ყველა ქვეყანაში. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას. ჩვენს შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ის არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე".

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კობახიძის თქმით, მისი შეზღუდვა 2010 წელს მოხდა. მისი თქმით, თუ არ შეიცვლება ქვეყნის მმართველობის სისტემა, პრეზიდენტის კომპეტენციის ვერც გაზრდა და ვერც შემცირება მოხერხდება.
ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, პროგრესი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

„დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით. არც ერთი ნაბიჯი არ იდგება უკან - ეს შეიძლება ითქვას როგორც კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან დაკავშირებით, ასევე თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, მხოლოდ პროგრესი. არც ერთ მუხლთან მიმართებით ნაბიჯი უკან არ იდგმება. ეს არის საერთო შედეგი იმ პროცესის, რომელიც წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან“, - განაცხადა კობახიძემ და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ახალციხის მეცხრე არხი ავრცელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.