ევროპარლამენტში დღეს უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის
შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია
გაიმართება.
ღონისძებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას
ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
განხლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში
გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს
მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი
ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.