დღეს ადიგენში გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 24–მა დეპუტატმა მიიღო, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის გადაყენების საკითხს ერთი დეპუტატის ხმა დააკლდა.მიღებული შედეგების თანახმად, ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება. დეპუტატებს მისი გადაყენების მოთხოვნა მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში აღარ შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 2014 წელს იმპიჩმენტის წესით ერთხელ უკვე გადააყენეს,ამის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა და საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულო ვალდებული იყო ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღედგინა და მისთვის 23 თვის იძულებით განაცდური აენაზღაურებინა, რამაც 60 950 ლარი შეადგინა.სასამართლოს გადაწყვეტილებით ლევან ლობჯანიძე საკრებულოს 7 თებერვალს დაუბრუნდა, თუმცა მეორე დღესვე საკრებულოში მისი გადადგომის შესახებ განცხადება შევიდა,რომელსაც ხელს 13 დეპუტატი აწერდა.