პარლამენტმა 97 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტთან
დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის
მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდო.
ამის შემდეგ პროექტის იმ ვარიანტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა
ვეტო დაადო. მას 97 ხმით დაუჭირეს მხარი. კენჭისყრის ამ შედეგით
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოხდა.
პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა, რომლის
მიხედვით: - რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო
სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს
მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და ისინი იუსტიციის საბჭომ არ უნდა
დანიშნოს; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს
სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის
თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის
გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონი უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას აზუსტებს და მინიმალურ
რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, მოსამართლეთა მაქსიმალური
რაოდენობასაც განსაზღვრავს. პრეზიდენტის შენიშვნები ასევე შეეხება
მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.