პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას გეგმავს
„ვაპირებ ავამუშაოთ ის მთავარი კონსტიტუციური მოთხოვნა, რომელიც
საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაშია, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო
ცვლილება უნდა იყოს განხილული საზოგადოებისა და ხალხის მხრიდან
. ამ საკითხის ამუშავებას ვაპირებ სრული მასშტაბით. ეს ფორმალური
პროცედურა ყოველთვის იყო ხოლმე დაცული, რაღაცნაირად მიჩქმალულად -
რომელიღაც კლუბში შეიკრიბებოდა 15 კაცი და მერე ეს ითვლებოდა, რომ
საკონსტიტუციო საჯარო განხილვა მოხდა. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში
სწორედაც პოლიტიკური თამაში იყო კონსტიტუციური ცვლილება და ესეც
არაერთხელ გვინახავს - პოლიტიკური გუნდები, რომლებიც უცებ დომინანტები
ხდებოდნენ, როგორ ცვლიდნენ კონსტიტუციას. მაგრამ ახლა იმისთვის, რომ
ეს ცვლილებები ნამდვილად იყოს კონსენსუსური, ხალხის ინტერესებიდან
გამომდინარეობდეს, რათა კონსტიტუცია იყოს მთავარი დოკუმენტი არა
რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ყველასი ერთად. ჩვენ აქტიურად უნდა
ჩავრთოთ საზოგადოება ამ დისკუსიაში და მე ბუნებრივია ამას
განვახორციელებ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.