პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის
პირველ სამშაბათს იხსნება. სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება.
8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება,
რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი იქნება,
რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით
პარლამენტს უკან დაუბრუნა.საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მსჯელობის
საგანი იქნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს
განსაზღვრავს.პარლამენტს, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე
დღეებში მოუწევს რამდენიმე საკადრო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება,
რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატისა და პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი
კანდიდატების არჩევას ეხება.