პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საპარლამენტო არჩევნებთან, პარლამენტის მიმართ არსებულ მოლოდინთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერიდან-4 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით CRRC საქართველომ ჩაატარა.