25% არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში -NDI კვლევა
NDI-ის კვლევის თანახმად
,გამოკითხულთა 65% იცის თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
პარლამენტში
, 25% ამასთან დაკავშიორებით
ინფორმაციას არ ფლობს,8 %-მა მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა შეცდომით
დაასახელა,გამოკითხულთა 1%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი
განაცხადა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები
ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი
+/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის
საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და
ატარებს CRRC-საქართველო.