NDI-ის კვლევის თანახმად, ხმის მიცემისას პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
NDI-ის კვლევის თანახმად,გამოკითხულთა 39% თვლის,რომ საპარლამენტო
არჩევნებში ხმის მიცემისას
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური
პოლიტიკა იყო
,16% -უპირატესობას ჯანდაცვასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას
ანბიჭებს,10% კი მიაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეროვნულ
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია იყო.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
9%-საგარეო საკითხები, 8%-კანონის უზენაესობა, 5%-განათლება, 2%-სხვა,
გამოკითხულთა 9%-არ
იცის ,ხოლო 3% პასუხის
გაცემაზე უარი განაცხადა .
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (Sida)
და ატარებს CRRC-საქართველო.