ბაკურიანში N11 საარჩევნო უბანზე ორი დამკვირვებელი დაგვიანებით
შეუშვეს
. ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარემ მიზეზად დაქსეროქსებული ან
დასკანერებული ბეიჯები დაასახელა. ინფორმაციის ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში გადამოწმების შემდეგ დამკვირვებლები უბანზე დაუშვეს.
დამკვირვებლები "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და
"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენლები
არიან.